სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბესიკ კეკელიძის წიგნის “ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი”-ს ირგვლივ საუბრები
 ბესიკ კეკელიძის წიგნის “ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი”-ს ირგვლივ საუბრები
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ბესიკ კეკელიძის წიგნის “ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი”-ს ირგვლივ საუბრები გრძელდება.
 
მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ ბესიკ კეკელიძის აღნიშნული წიგნის წაკითხვა, თემატიკის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სავალდებულო უნდა იყოს, ამიტომაც, დაახლოებით, ორი თვის წინათ, გადაწყვიტა ბათუმის საჯარო სკოლების ყველა  IV-V კლასის მოსწავლეს წაუკითხოს  წიგნში თავმოყრილი მოთხრობები, რომელიც მოგვითხრობს სიყვარულზე, შრომაზე, მეგობრობაზე, უფლის დამოკიდებულებაზე  მოყვასისადმი. 
 
ბათუმი 28-ე საჯარო სკოლის მეოთხე კლასებელი, რომლებიც განყოფილებაში სტუმრად იმყოფებოდნენ, აქტიურად ჩართენ მოთხრობების წაკითხვა-განხილვაში,  
 
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მკითხველად გაწევრიანებისა და წიგნით სარგებლობის წესები აუხსნა, ასევე, ესაუბრა საბავშვო ლიტერატურის ირგვლივ, რომელიც საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წიგნად ფონდებში ინახება და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მკითხველთათვის.

«««