სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ 15 წლის იუბილე
კლუბ „საზღაპრეთის“ 15 წლის იუბილე
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კლუბ „საზღაპრეთის“ 15 წლის იუბილე განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა. 
 
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა (ლალი შანიძე), რომლებიც დღეს საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ და საინტერესო სანახაობა შემოგვთავაზეს.
 
„საზღაპრეთის“ შექმნის ისტორია და  15 წლის მუშაობის პერიოდი გაიხსენა კლუბის ხელმძღვანელმა, მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ. ისაუბრა გამოწვევებსა და უკვე მიღწეულ შედეგებზე. 
 
კლუბის აქტიურ მკითხველებს იუბლე მიულოცა განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ, ყურადღება გაამახვილა კლუბის როლზე წიგნის კითხვის პოპულარიზაციის საქმეში. 
 
გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. 
 
კლუბი ,,საზღაპრეთი“ 2008 წელს დაარსდა, პროექტის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებისა და საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი ხელმძღვანელი  ინგა გოგიბერიძეა.  წლების განმავლობაში ბიბლიოთეკარებთან ერთად ეწყობა საკლუბო და გასვლითი შეხვედრები ბათუმის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, მოიარა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს მრავალი სოფელი. 
 
2018 წლიდან კლუბს ბავშვთა დარბაზის მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე ხელმძღვანელობს და დღემდე აქტიურად ეწყობა საკლუბო შეხვედრები.
 
3-9 წლის ასაკის მოზარდებისათვის შესაფერისი მრავალფეროვანი და საინტერესო მხატვრული, შემეცნებითი და გასართობი შეხვედრები საფუძველს იძლევა დავეხმაროთ და გავაცნოთ ნორჩ მკითხველს ისეთი ლიტერატურა, რითაც თამაშ-თამაშით შეძლებენ და გაიადვილებენ წერა-კითხვის სწავლას, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, გაიმდიდრებენ ფანტაზიას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურით. გაიცნობენ ქართველ და უცხოელ საბავშვო მწერლებს, მეზღაპრეებს და კლასიკოსებს.ამ პროექტის დიდი დამსახურებაა,რომ ბავშვთა დარბაზს უამრავი ნორჩი მკითხველი ჰყავს.
 
,,საზღაპრეთის“ ფერადი სამყარო კიდევ მრავალ საინტერესო და შემეცნებით შეხვდრებს ჰპირდება პატარა მკითხველებს.
ბათუმის მეათე საჯარო სკოლა
 

«««