სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების სტუმრები
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების სტუმრები
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები (პედაგოგი თამუნა ბერიძე) ეწვივნენ. 
 
მეორე კლასელები წიგნის სამყაროში მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ ამოგზაურა. გააცნო ბავშვთა დარბაზში  წარმოდგენილი ლიტერატურა, ხელნაწერი წიგნები და მოსწავლეთა დარბაზის მუშაობის სპეციფიკა. წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა  „ბიბო“, ისაუბრეს ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
თავის მხრივ მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო  აქტივობა შემოგვთავაზეს. წაიკითხეს ლექსები და გამონათქვამები წიგნზე. ისაუბრეს ქართველ და უცხოელ საბავშვო მწერლებზე. 
 
 
განყოფილების ხელმძღვანელი თინა ცენტერაძე მოსწავლეებს ბიბლიოთეკის დანიშნულებასა და მკითხველად დარეგისტრირების წესებზე ესაუბრა.  დაათვალიერებინა წიგნადი ფონდები.
 
ჯიხანჯურის სკოლის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკას განსაკუთრებული საჩუქარიც გადასცეს - მაკეტი წარწერით: „ბათუმის საბავშვო ბიბლიოთეკას ჯიხანჯურის მეორე კლასის მოსწავლეებისგან“.

«««