სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილებაში საჯარო ბიბლიოთეკის გამოწვევას - ,,წიგნები გაჯეტების ნაცვლად,“  შეუერთდა ბათუმის #4, #15 საჯარო სკოლებისა და კერძო სკოლა განათლების მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ ქალბატონმა ნატალია ჭყონიამ და წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ანა მჟავანაძემ ისაუბრეს ოჯახის, სკოლისა და ბიბლიოთეკის  ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობაზე მოზარდთა წიგნიერების ასამაღლებლად. მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს გოდერძი ჩოხელის ,,ცასწავალა,“ ხოლო უფროსკლასელებს - ,,თევზის წერილები.“
 აღინიშნა, რომ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. 
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა მადლობას უხდის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისთვის.

«««