საბავშვო წიგნების პრეზენტაცია
2011 წლის 5 ნოემბერს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა საბავშვო წიგნების პრეზენტაცია. კერძო სკოლა „ნერგები"-ს მე-3გ კლასის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ წარმოდგენილ ახალ წიგნებს, რომელთა შორის სამგანზომილებიანი და ხმოვანი წიგნები ჭარბობდა. სკოლაში განყოფილებამ ახალი წიგნების ბუკლეტი გააგზავნა.