ლაშა თაბუკაშვილი მწერალი და დრამატურგი
2024 წლის 11 ივნისს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო დარბაზში ჩატარდა ღონისძიება: "ლაშა თაბუკაშვილი მწერალი და დრამატურგი".
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-20 საჯარო სკოლის I X „ა“ კლასის მოსწავლეები. მოზარდებმა ისაუბრეს ლაშა თაბუკაშვილის შემოქმედებაზე. წარმოადგინეს ნაწყვეტები პიესიდან „ათვინიერებენ მიმინოს“, იმსჯელეს პიესაში გახმოვანებული 90-იანი წლების პრობლემებსა და აქედან გამოწვეულ დიდ ტრაგედიებზე, რომლის მომსწრე და ხშირად ჭირისუფალი თავად მწერალი და მისი თაობა გამხდარა. სწორედ, ეს ტკივილიანი მოგონებები აისახა მწერლისა და დრამატურგის შემოქმედებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ XX საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა დავითაძე, საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების გამგე თინა ცენტერაძე და ბიბლიოთეკარები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ მთავარი ბიბლიოთეკარები: ელეონორა ძიგუა და თინიკო მელაძე.