2024 წლის 26 ნოემბერს, 14 საათზე, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხის დარბაზში გაიმართა “ფრანგული პოეზიის საღამო“ ბათუმის სკოლა ლიცეუმ მასტერკალსის მე-6 კლასის მოსწავლეებმა (ფრანგული ენის პედაგოგი ეკატერინე კუტუბიძე) ქართულ და ფრანგულ ენებზე წაიკითხეს ფრანგი პოეტების ლექსები. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნანა ფაღავა სკოლა ლიცეუმ მასტერკლასის დირექტორი, ნინო ბერაძე - ფრანგული ენის პედაგოგი, აჭარის განათლების სამინისტროს უცხოეთში სტაჟირების პროგრამების კოორდინატორი და სტაჟიორი ფრანგული ენის მასწავლებელი ბრიუსელიდან ლუდოვიკ დრუე, რომელთაც წაიკითხეს ლექსები ფრანგულ ენაზე. შეხვედრა თბილ გარემოში წარიმართა.