ექვთიმე ღვთისკაცი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ასე შეამკო ღვაწლმოსილი მეცნიერი და დიდი მამულიშვილი ექვთიმე თაყაიშვილი ერმა და ქართულმა ეკლესიამ.
ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150-ე წლისთავს მიეძღვნა საბიბლიოთეკო გაკვეთილი: ,,ვერსად დასატევი და ვერასაწონი საქმენი ექვთიმე ღვთისკაცისა“, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 19 თებერვალს ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში №8 საჯარო სკოლის, კერძო სკოლების ,,საერო-ელიტარული“ სკოლის და ,,ნიკეს“ მოსწავლეთა მონაწილეობით.
მოსწავლეებმა მოისმინეს წმინდანის ცხოვრებისა და საქმიანობის, ემიგრაციაში გატარებული მძიმე წლების შესახებ, თუ როგორ უერთგულა სამშობლოს, ქართველ ერს დაუბრუნა მისი კუთვნილი საეკლესიო და სამუზეუმო განძეულობა.