სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მწერალ ანზორ კუდბას წიგნის "ფიქრის სავარძელი" წარდგენა
წიგნის კითხვისადმი მიძღვნილი მწერალ ანზორ კუდბას წიგნის "ფიქრის სავარძელი" წარდგენა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ყოველი შაბათი გამოცხადდა წიგნის კითხვის დღედ. "ადამიანმა წიგნი მხოლოდ შაბათს კი არა, ყოველთვის უნდა იკითხოს"- ბრძანებს პატრიარქი. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა გამოეხმაურა პატრიარქის ამ მოწოდებას და 2013 წლის 13 ივლისს, 15 საათზე გაიმართა მწერალ ანზორ კუდბას წიგნის "ფიქრის სავარძელი" წარდგენა. ანზორ კუდბა აჭარაში მცხოვრები და მოღვაწე ერთადერთი აფხაზი მწერალია. იგი განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდის აფხაზეთის ტკივილს: "და კვდებოდა როცა ქართველი აფხაზის ხელით, კვდებოდა ჩემში ქართველი; კლავდა ქართველი აფხაზს და აფხაზი კვდებოდა ჩემში და ვკვდებოდი და აღარც ვკდებოდი მე - სრულიად საქართველო..."

წიგნში "ფიქრის სავარძელი" იშლება ტრანსცენდენტური სამყაროს საზღვრები, ჩვენ, მკითხველი გმირთან ერთად ხან შუმერში ვართ, ხანაც მაიას ცივილიზაციას ვსტუმრობთ, ხანაც სამოთხის ბაღში ვართ . . . დროის სამივე მოდულის: წარსულის, აწმყოს და მომავლის ერთდროულად განცდის სიძლიერე იმდენად მკვეთრია, მარადისობის, სიკვდილში უკვდავების წვდომის განცდა გვიპყრობს.

,,ფიქრის სავარძელში" ყოფნა იგივე მედიტაციაა

 

 

                                                                

 

 
 

«««