აბელ სურგულაძისა და რამაზ სურმანიძის წიგნის "სელიმ ხიმშიაშვილი" წარდგენა.
2013 წლის 4 ოქტომბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა, აბელ სურგულაძისა და რამაზ სურმანიძის წიგნის "სელიმ ხიმშიაშვილი" წარდგენა. გამომსვლელებმა ისაუბრეს სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე აჭარაში ოსმალთა უღლისაგან გამოხსნასა და ეროვნული თვითშეგნების გაღვივების საქმეში. ასევე გაიხსენეს ცნობილი ისტორიკოსი აბელ სურგულაძე რომელმაც პირველმა შექმნა მონოგრაფია სელიმ ხიმშიაშვილზე.