საქართველოში მშვიდობის კორპუსის 2014-2016 წლების შესარჩევი სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა
2014 წლის 13 მაისს, 13 საათზე ბიბლიოთეკის "ამერიკულ კუთხეში" გაიმართა საქართველოში მშვიდობის კორპუსის 2014-2016 წლების შესარჩევი სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრას მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თეო ნეფარიძე უძღვებოდა. ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგები და დირექტორები.