სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2016 წლის 21 ოქტომბერს, 13 საათზე ბიბლიოთეკის "საბავშვო ახალგაზრდობის" განყოფილების კლუბ "საზღაპრეთში" შეხვედრა ორ ეტაპად  ჩატარდა:  პირველ ეტაპზე  კერძო სკოლა ,,მონპარნასის’’ პირველი კლასის მოსწავლეები ეწვია. ბავშვები ბიბლიოთეკაში პირველად იყვნენ და აღფრთოვანებული ათვალიერებდნენ ბიბლიოთეკას, ყველაზე უფრო ,,საზღაპრეთი’’ მოეწონათ. ბავშვებს წაუკითხეს ირმა მალაციძის მოთხრობა „პატარა მოწყენილი ჟირაფი“. შეხვედრის დასასრულს  დახატეს ჟირაფი და მწერალს მადლობის ბარათები გაუგზავნეს. აქვე სკოლის პედაგოგებმა გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წამოწყებას და მოიტანონ წიგნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიბლიოთეკებისათვის გადასაცემად. 

კლუბ „საზღაპრეთში’’ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა 16 საათზე შედგა, კერძო ბაღის ,,ბებიკოს სკოლის’’  სკოლამდელი აღზრდის აღსაზრდელები ეწვია. ისინი ზღაპრულ სამყაროში, ,,საზღაპრეთში’’ მიიწვიეს და თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობები წაუკითხეს: ლელა ცუცქირიძის ,,გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი’’, ვასო გულეურის ,,ზოოპარკი’’ და უცხოური ზღაპარი ,,კეთილი მეგობრები’’. პატარები ძალიან გაახალისა კეთილი ბაჭიას თავგადასავალმა, ამიტომაც ბაჭიების დახატვა გადაწყვიტეს.
 

 


«««