სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
„კლუბ საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2017 წლის 10 მაისს,  ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში“ მე-20 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებთან (კლასის ხელმძღვანელი: ლალი აბუსერიძე). განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უამბო, გააცნო საქართველოს ისტორიის ოქროს ხანის პერიოდი, როდესაც თამარ დედოფალი მეფობდა. წაუკითხა ზვიად დოლიძის ,,თამარ მეფე“ - გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებიდან. უამბო ლეგენდა ვარძიის შესახებ. მოსწავლეებმა თავისი სურვილით წარმოადგინეს ისტორიული მასალები თამარის მეფობის ოქროს ხანაზე. შეხვედრა საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა . მოსწავლეებმა დასასრულს თამარის პორტრეტი და თაღოვანი ხიდი დახატეს.


«««