სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საახალწლო კითხვის დრო ინგასთან ერთად
საახალწლო კითხვის დრო ინგასთან ერთად
2018 წლის 25 დეკემბერს, 14 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტის ,,კითხვის დრო ინგასთან ერთად“ ფარგლებში საახალწლო შეხვედრა ჩატარდა.
2018 წლის 25 დეკემბერი დაუვიწყარ დღედ დარჩება აჭარის მაღალმთიანი, ხულოს რაიონის ულამაზესი სოფლის - თაგოს ბავშვებისთვის. ,,კითხვის დრო ინგასთან ერთად’’ განსაკუთრებულად თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში შედგა. 
პატარებს გიორგი კეკელიძის ,,თომთეს ზღაპარი" და ხათუნა გოგბაიძის "ჩვენი თოვლის ბაბუა" ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ წაუკითხა. 
ბავშვებს და მათ პედაგოგებს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ბიბლიოთეკაში არსებული განყოფილებები და სამუშაო გარემო გააცნეს. 
ემოციებით სავსე შეხვედრა ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თოჯინების პროფესიულ თეატრში გაგრძელდა სადაც, ბავშვებმა თეატრის ჯადოსნური მატარებლით ძალიან ლამაზ სამყაროში იმოგზაურეს. 
თაგოს სკოლის მოსწავლეთათვის საახალწლო საჩუქრები, წიგნები და ტკბილეული ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ (იდუმალ თოვლის ბაბუებთან ერთად) შეაგროვა და საზეიმო ვითარებაში გადასცა შორი გზიდან მობრძანებულ საყვარელ სტუმრებს!
მადლობა თანადგომისათვის ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანებას, გურჯაანის სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანებას, ქალაქ ბათუმის 1 და მე-4 საჯარო სკოლებს ლალი ჯაფარიძეს და სესილი ქამადაძეს!
 

 


«««