სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა

2019 წლის 16 იანვარს, 12 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში კლუბ „საზღაპრეთში“ ჩატარდა შეხვედრა ბავშვთა დარბაზის აქტიურ მკითხველებთან. განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა პატარებს. ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ იროდიონ ევდოშვილის მოთხრობა „წერილი ბებიას ჩურჩხელებთან“ წაიკითხა. ესაუბრა იმ განსაკუთრებულ სითბოზე და სიყვარულზე, რაც ბებია-ბაბუების შვილიშვილებთან დამოკიდებულებას მოაქვს. დედაქალაქიდან ბებიასთან სტუმრად ჩამოსულ ირაკლი კვაჭაძეს ახალმა მეგობრებმა დაბადების დღე მიულოცეს, ირაკლიმ კი მადლიერების ნიშნად საშობაო სიმღერა იმღერა. „საზღაპრეთის“ ნამდვილი აღმოჩენა დაგვიანებული სტუმარი, პირველი საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, ანდრონიკე ქათამაძე გახლდათ. ეს უცნაური პატარა პალინდრომის (ფრაზის ან ლექსის წაღმა და უკუღმა წაკითხვის ხელოვნება) ნიჭითაა დაჯილდოვებული. მისმა გამოჩენამ დიდებიც და პატარებიც ერთნაირად დააინტერესა და გამოსაცდელად ანდრონიკეს უამრავი კითხვაც დაუსვეს. დასასრულს ბავშვებმა წერილები საკუთარ ბებიებს დაუწერეს და ჩანახატებით გააფორმეს.


«««