სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


მხატვრის მასტერკლასი
მხატვრის მასტერკლასი

2019 წლის 14 თებერვალს, 15 საათზე, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში პროექტ - ,,მხატვრის მასტერკლასები’’-ის ფარგლებში, მხატვარ - ელგუჯა ხაზარაძის მასტერკლასი ჩატარდა. შეხვედრა ქალაქ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის, სასულიერო გიმნაზიის, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებთან და ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად შედგა. პატარა ხელოვანებმა გრაფიკული ნახატი ნატურიდან შეასრულეს. მხატვარი ხატვის პროცესში ბავშვებს უხსნიდა გრაფიკული ნამუშევრის აგების ტექნიკას. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ „ნორჩი მხატვრების“ ნამუშევრები საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე საკუთარი ხელით და ავტოგრაფით გააკვრევინა ბავშვებს. ამ ნახატების ნახვა საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველს და სტუმრებს მომდევნო მასტერკლასამდე შეეძლებათ. #დახატედადაინახე სამყარო უფრო ლამაზ ფერებში საჯარო ბიბლიოთეკასთან ერთად!


«««