სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„ღია კარის“ ერთი დღე ბიბლიოთეკაში
 „ღია კარის“ ერთი დღე ბიბლიოთეკაში
2019 წლის 4 აპრილს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას „ღია კარის“ დღის ფარგლებში სტუმრობდნენ ქ. ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის „ლიტერატურული კარცერის“ წევრები (კლუბის ხელმძღვანელები: მადონა თებიძე, გულო ბასილაძე). 
მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკის ფოიეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ფოტო-გამოფენას გაეცნენ. პერიოდიკისა და აბონემენტის განყოფილებათა დათვალიერების შემდეგ, ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ბავშვებს გაესაუბრა საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და დიდი კლასიკოსის, გურამ დოჩანაშვილის, მეგობრობის შესახებ. 
გ. დოჩანაშვილის საიუბილეო წელთან დაკავშირებით მწერლის ლიტერატურული შემოქმედების კიდევ უფრო კარგად გასაცნობად წაკითულ იქნა მოთხრობა: „პირველი კონცერტი“.
ბავშვებმა ყურადღებით მოისმინეს და იმსჯელეს პერსონაჟთა (ბებია-შვილიშვილის) ურთიერთდამოკიდებულებაზე; ისაუბრეს ნაწარმოებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, გამოკვეთეს თაობათა შორის რეალურად არსებული პრობლემები; თამამად გამოხატეს საკუთარი ემოციები და შეხედულებები აღნიშნული თემების ირგვლივ.
 
 
 
 

«««