სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ გასვლითი შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ გასვლითი შეხვედრა
 აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბი „საზღაპრეთი“ კერძო ბაგა-ბაღ “მერი პოპინსს” ეწვია (ბაღის ხელმძღვანელი ირმა კაპანაძე).
 
 კლუბი ,,საზღაპრეთის“ დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო, რადგან ჯგუფების ,,ბზიკებისა“ და “ონავრების” აღსაზრდელებს ქალაქის პირველი მეზღაპრე და ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიის ნომინანტი - ,,ქალი, რომელიც ბავშვებს წიგნებს უკითხავს“, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ესტუმრა.
 
 ინგა გოგიბერიძემ პატარებს სანდრო ასათიანის “ძველი ფოტოაპარატი” წაუკითხა და მათთან ერთად სურათის გადაღების სახალისო ისტორიები გაიხსენა. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კი განსაკუთრებით ლექსი “კაკუჩას დაბადების დღე” მოეწონათ, რომელიც მთავარმა მეზღაპრემ წიგნიდან “მხიარული ხმები” სპეციალურად მათთვის შეარჩია.
 
 “მერი პოპინსის” აღსაზრდელებმა მეზღაპრეს “წითელ ქუდას” წაკითხვაც სთხოვეს. ინგა გოგიბერიძემ ცნობილი ზღაპრის მოყოლას, “მინი სპექტაკლის” წარმოდგენა არჩია და აღსაზრდელებს როლები გადაუნაწილა. პატარებმა კი ზღაპრის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს, რომელიც დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მხიარული ნაწილი აღმოჩნდა.
 
დღევანდელ ღონისძიებაში ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი ნანა ჩიკვაიძე და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილების მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძეც მონაწილეობდნენ, რომლებმაც პატარები შოთა ხოდაშნელის მხიარული გამოცანებით ,,რის შვილს რა ჰქვია“ გამოსცადეს.

«««