სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 5 ივნისს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის მე-18-ე საჯარო სკოლის პირველი კლასელები სტუმრობდნენ (ხელმძღვანელი რუსუდან ღლონტი). 
 პირველკასელებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. პატარებს კი ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა უმასპინძლა. ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და პატარებს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ესაუბრა. 
გარდა ამისა, “საზღაპრეთის” პატარა სტუმრებს ლელა სურმანიძემ ორი მოთხრობა: ლია ბედინაძის “თამთას სიზმარი” და ლია შალვაშვილის “რატომ შრომობენ ადამიანები” წაუკითხა. 
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები ბავშვთა დარბაზის წიგნად ფონდს გაეცნენ და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

«««