სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


"ქართულ-ფრანგული სკოლა "საზღაპრეთში""
"ქართულ-ფრანგული სკოლა "საზღაპრეთში""
#იკითხეთჩვენთან
 2019 წლის12 ივნისს, ქალაქ ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ (ხელმძღვანელი ნათია თავდგირიძე). 
 პირველკასელებს საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა. პატარებს კი ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა უმასპინძლა. ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს სხვა ცნობილ ზღაპრებთან ერთად ფრანგული ხალხური ზღაპარი “გონიერი ჯარისკაცი” წაუკითხა, რომელიც მოხერხებულ ჯარიკაცზე მოგვითხრობს. 
 გარდა ამისა, “საზღაპრეთის” პატარა სტუმრებს ლელა სურმანიძემ ბავშვთა დარბაზის წიგნადი ფონდი დაათვალიერებინა და საზაფხულო არდადეგებზე საკითხავი სარეკომენდაციო წიგნების სიაც გააცნო. 
 ღონისძიების დასასრულს მოსწვალეებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და მკითხველებად დარეგისტრირდნენ.

«««