საჯარო ბიბლიოთეკის ახლადგახსნილ ღია საზაფხულო-სამკითხველო ეზოში, პროექტში „კითხვის დრო ინგასთან ერთად“ მონაწილეობისათვის სტუმრად საბავშვო სტუდია „ბემბი ლენდის“ და „მეგა სკოლის“ საზაფხულო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
საჯარო ბიბლიოთეკის დერექტორმა ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“-დან პირველი სამი თავი წაუკითხა. ნაწარმოების უფრო საინტერესოდ აღქმისათვის პატარებს მოთხრობის სიუჟეტებზე შექმნილი ნახატები და „უფლისწული თოჯინა“ ვაჩვენეთ.
შეხვედრის დასასრულს მოხდა შეთანხმება, რომ კითხვას საზაფხულო სკოლაში პედაგოგთან ერთად დაასრულებენ და მიღებულ შთაბეჭდილებებს წერილობით გამოუგზავნიან ბიბლიოთეკას.
დღესვე, პატარებმა ჩვენი ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებები, სივრცეები, საცავები დაათვალიერეს. დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკის მკითხველებად და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით მომდევნო შეხვედრამდე დაგვემშვიდობნენ.