სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში''
შეხვედრა კლუბ ,,საზღაპრეთში

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების კლუბმა “საზღაპრეთმა” მუშაობა განაახლა.

პირველი სტუმრები ბათუმის მეათე საჯარო სკოლიდან გვეწვივნენ. მესამე კლასელებს განყოფილების უფროსი თინა ცენტერაძე მიესალმა, მასპინძ₾ობა კი ტრადიციულად, ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ გაუწია.

 მესამე კლასელებს ლელა სურმანიძემ იაკობ გოგებაშვილის წიგნიდან “სიკეთე და ადამიანები” მოთხრობა “სიზარმაცეს მათხოვრობა ახლავს” წაუკითხა. განიხილეს ნაწარმოების შინაარსი, იმსჯელეს გმირების საქციელზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ წიგნის კითხვა და სწავლა აუცილებელია.

ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა ბავშვთა დარბაზის გარდა, სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს და საცავებში განთავსებულ წიგნად ფონდს გაეცნენ. ასევე, დარეგისტრირდნენ მკითხველებად.


«««