სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთს” ბათუმის მეათე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს ეწვივნენ.
 
 მოსწავლეებს ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლა, რომელმაც პატარა სტუმრებს გიორგი შატბერაშვილის “ხილთა ქება” და იაკობ გოგებაშვილის “სირცხვილის აშორება” წაუკითხა. განიხილეს ნაწარმოების შინაარსი, იმსჯელეს გმირების საქციელზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ წიგნის კითხვა და ბიბლიოთეკაში სიარული აუცილებელია.
 
 გარდა ამისა, ლელა სურმანიძემ პირველკლასელები ირაკლის ლომოურის სახალისო “რითმ-ამოცანებშიც” გამოსცადა.
 
 ბიბლიოთეკაში სტუმრობისას მოსწავლეებმა ბავშვთა დარბაზის გარდა, სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს და საცავებში განთავსებულ წიგნად ფონდს გაეცნენ. ასევე, დარეგისტრირდნენ მკითხველებად.

«««