სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’
კინო -კლუბი ,,ფილმების საღამოები’’

  2019 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კომპიუტერულ ცენტრში არსებულ კინო-კლუბში, პროექტის ,,ფილმების საღამოები’’ ფარგლებში, კომედიის “მისტერ ძიძას” ჩვენება გაიმართა.

  ფილმში თანამედროვე ქართველი მსახიობები: მიშა ანდღულაძე, ტრისტან სარალიძე, ქეთა ლორთქიფანიძე, თიკო დოლიძე, კახი მეტრეველი, ვახო ბიჭიკაშვილი, ვასო ფხაკაძე, ვანო ჯავახიშვილი, ნიკა არაბიძე და თათული ედიშერაშვილი მონაწილეობენ.

   ჩვენებას ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა აქტიური მკითხველები ესწრებოდნენ.

  პატარებს პროექტის “ფილმების საღამოების” მნიშვნელობასა და ფილმის შინაარსზე წამყვანი ბიბლიოთეკარი ნანა ბერიძე ესაუბრა.

  ფილმი ერთი ოჯახის კომიკური ისტორია ასახავს - საკუთარ შვილებთან ძიძად დაბრუნებული, ქალის სამოსში გამოწყობილი მამა და უჩვეულო სიტუაციებში ებმება. კომედიის სახალისო ისტორიებმა პატარა მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

  ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 


«««