სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ "საზღაპრეთში"
შეხვედრა კლუბ "საზღაპრეთში"
2020 წლის 15 იანვარს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთში” აქტიურ მკითხველებთან შეხვედრა გაიმართა. 
ქართული პოეზიის დედოფლის ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება- პოეტის შესანიშნავი ლექსით “საქართველოო ლამაზო” ვიდეო-ჩვენებით გაიხსნა, რომელსაც ლეგენდარული მსახიობი ლეო ანთაძე კითხულობს. პოეტის შემოქმედებაზე, მის ლექსებზე შექმნილ მუსიკაზე ბიბლიოთეკის სტუმრებს მთავარი ბიბლიოთეკარი ლელა სურმანიძე ესაუბრა. 
რაც შეეხება კლუბ “საზღაპრეთის”დღევანდელ თემას - საქართველოში გავრცელებული საახალწლო და საშობაო ტრადიციებზე ბავშვებს ინფორმაცია ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა თინა ცენტერაძემ მიაწოდა. თავის მხრივ მოზარდებმა, საკუთარი ოჯახების მაგალითზე, სხვადასხვა ტრადიციებზე ისაუბრეს. ლელა სურმანიძემ კი მოსწავლეებს ძალიან საინტერესო მოთხრობა “საშობაო სიმღერა” წაუკითხა.

«««