სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“

2021წლის 29 იანვარს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ “საზღაპრეთს” კერძო ბაღის “მადაგასკარის” აღსაზრდელები ეწვივნენ.
პატარებს ბავშვთა დარბაზის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლა, რომელმაც სტუმრებს პრინცესას ზღაპარი წაუკითხა, ასევე გამოსცადა შოთა ხოდაშნელის გამოცანებით “რის შვილს რა ჰქვია”.
ბავშვების განწყობაზე იზრუნა ბიბლიოთეკარმა ნანა ბერიძემაც - ბავშვებს ზღაპარი მხიარული ბაჭია წაუკითხა. განიხილეს ზღაპრების შინაარსი და იმსჯელეს გმირების საქციელზე.
 ბიბლიოთეკაში სტუმრობისას პატარებმა ბავშვთა დარბაზის გარდა, სხვა სივრცეებიც დაათვალიერეს. ასევე, დარეგისტრირდნენ მკითხველებად და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო- ახალგაზრდობის განყოფილების უფროსისგან საჩუქრად მკითხველის ბარათები მიიღეს.

 


«««