სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


#ახალისივრცე #ბავშვთაოთახი #შეხვედრებიპატარებთან
#ახალისივრცე
#ბავშვთაოთახი
#შეხვედრებიპატარებთან

2020 წლის 19 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახლად გახსნილ საგანმანათლებლო სივრცეში სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო ბაღის აღსაზრდელები, (მასწავლებელი მაია წილოსანი და მარინე მხატვარი) საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ინგა გოგიბერიძემ და ამავე ბიბლიოთეკის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ანუშკა მჟავანაძემ პატარებს საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ ბავშვთა ოთახში, თანამდროვე საბავშვო მწერლის მარიამ წიკლაურის წიგნიდან ,,მხიარული რეცეპტები’’ წაუკითხა ლექსი ,,დევი ბიჭი მაწონს ჭამს და ანა კემპისა და სარა ოგილვის ზღაპარი ,,მარტორქები ბლინებს არ ჭამენ’’ .
ანუშკა მჟავანაძის მიერ წაკითხული ზღაპარი ,,მარტორქები ბლინებს არ ჭამენ’’ ინტერესით მოისმინეს პატარებმა. შეხვედრის დასასრულს პატარებს გადაეცა სპეციალურად მათვის დამზადებული ზღაპრის გმირების გასაფერადებელი ფლაიერი.


«««