სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ახალი სამგანზომილებიანი წიგნის წარდგენა

2011 წლის 23 თებერვალს, 14 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში კლუბ "საზღაპრეთში" ჩატარდა ახალი სამგანზომილებიანი წიგნების პრეზენტაცია. კლუბ ,,საზღაპრეთში’’ ჩატარებულ ღონისძიებას საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ხალისითა და სიხარულით შეხვდნენ. მეზღაპრე ინგა გოგიბერიძემ ბავშვებს სამი ახალი სამგანზომილებიანი წიგნი წარუდგინა: 1. ,,მხიარული ბაჭია’’. 2. ,,თვალები, ყურები, ცხვირი და კუდი’’. 3. ,,ფერიების სასახლე’’. მეზღაპრე ,,ინგულამ’’ წაუკითხა ზღაპარი ,,ფერმაში’’. გააცნო სიტყვა ფერმის მნიშვნელობას და მხიარული ცხოველების შესახებ უამბო. პატარებმა ისწავლეს ახალი  სიტყვა ,,ბიბლიოთეკა’’. ისწავლეს მისი მნიშვნელობა და დანიშნულება, კეთილ მეზღაპრეს დაპირება მისცეს, რომ ისინი ამ ბიბლიოთეკის და კლუბ ,,საზღაპრეთის’’აქტიური წევრები გახდებოდნენ.


«««