ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიალოგი ,,ცოდნით მოპოვებული უფლებები’’
2012 წლის 1 ივნისს, 13 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დიალოგი "ცოდნით მოპოვებული უფლებები". ბიბლიოთეკის სტუმრებმა ქ. ბათუმის №9 საჯარო სკოლის მე-5 კლასელებმა მონაწილეობა მიიღეს დიალოგში და იურიდიულ კონკურსში "შენ გაქვს განათლების უფლება", რომელიც წარმოდგენილი იყო სლაიდის სახით. მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, გადაიღეს ფოტოები.