სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო კვირეული
ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო კვირეული
დღეს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში დილიდან საზეიმო განწყობაა, ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, კლუბ "საზღაპრეთში"  შვედი მწერლის ნაწარმოებებიდან გადმოსული გმირები გვეწვივნენ: საოცარი კარლსონები,  გოგონები პეპის გრძელი წინდებითა და კიკინებითა და საოცარი განწყობა მოგვიტანეს. 
 
 ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლის  მესამე კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და  პედაგოგებს (გულო ბასილაძეს და მერი სურმანძეს)  განყოფილების ხელმძღვანელმა თინა ცენტერაძემ და მთავარმა ბიბლიოთეკარმა ლელა სურმანიძემ უმასპინძლეს, მოზარდებს საყვარელი მწერლის იუბილე მიულოცეს, სკოლისა და ბიბლიოთეკის ურთიერთობაზე, წიგნის კითხვისა და ბიბლიოთეკაში სიარულის მნიშვნელობაზე ესაუბრეს. 
 
ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს საყვარელი მწერლის ბიოგრაფია და სამწერლო  კარიერის ეტაპები გააცნო, ისაუბრა ბავშვებისადმი  მწერლის ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზე. ასევე ასტრიდ ლინდგრენის  წიგნები დაათვალიერებინა, რომელიც ჩვენს წიგნად ფონდში ინახება.
 
 თავის მხრივ, მოსწავლეებმა ლინდგრენის ზღაპრების მიხედვით შექმნილი საკუთარი ნახატები წარმოადგინეს და ნაწამოებებიდან საყვარელი ამონარიდები წაიკითხეს. დღევანდელი ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი საზეიმო განწყობა შვედი მწერლის შემოქმედების შთაგონებული სიმღერებისა და ცეკვების შესრულებამ შეჰმატა.

«««