სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ "საზღაპრეთის" წევრთა შეხვედრა
კლუბ "საზღაპრეთის" წევრთა შეხვედრა

2014 წლის 1 ოქტომბერს, ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ "საზღაპრეთში" უჩვეულო შეხვედრა მოეწყო, არაჩვეულებრივი გამოფენა და ჯადოსნურხელიანი ქალბატონის გურანდა მიქაძე-სვანიძის (გულო ბებოს) მასტერკლასი, რომელმაც ხელნაკეთი, ნაქსოვი თოჯინური- გმირებით გააცოცხლა ბიბლიოთეკის დარბაზი.

„საზღაპრეთში“ უფროსები და მოზარდები გაფაციცებით უსმენდნენ ხელოვანს, რომელმაც გმირები, მონატრებულმა საქართველოსა და ქართველებზე შორეულ იტალიაში შექმნა-მსახიობები, მწერლები, ისტორიული პიროვნებები, საყვარელი ადამიანები, ვის არ ნახავდით აქ თან  უჩვეულო მსგავსება ხელნაკეთ და რეალურ პიროვნებებთან. ბიბლიოთეკის განყოფილების უფროსი ინგა გოგიბერიძის ნაქსოვი თოჯინა სწორედ ამისი დასტური იყო.

გულო ბებოს მორთმეული საჩუქრები სიურპრიზი იყო დიდებისთვის და პატარებისთვის.

 ხელოვანის მასტერკლასს უკვალოდ არ ჩაუვლია. იქვე რამდენიმე ნიმუში დაამზადეს ბავშვებმა, რისთვისაც გულო ბებოს შექებაც კი დაიმსახურეს.

 

«««