შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემის „ანზიოს“ ეკიპაჟის წევრებთან
2011 წლის 10 ივლისს, 15 საათზე ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გემის „ანზიოს“ ეკიპაჟის წევრებმა: ფილიპ კოქსმა, ელის გირფრიდმა და ელთი შერერმა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საჯარო სკოლეების მოსწავლეები და ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები.