ბავშვთა დაცვის დღე

2011 წლის 1 ივნისს, 12 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების წინამდებარე მოედანზე, შემეცნებითი გასართობი ღონისძიება ბავშვთა დაცვის დღეს მიეძღვნა. ღონისძიება გასართობი თამაშებით და შემეცნებითი ვიქტორინით იყო დატვირთული. ლიტერატურული კომპოზიცია ,,გვიყვარდეს საქართველო’’ გიმნაზია ,,21 საუკუნის’’ მოსწავლეებმა წარმოადგინეს.