სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საახალწლო კარნავალი
საახალწლო კარნავალი

2011 წლის 22 დეკემბერს, 13 საათზე ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში დიდი ჟრიამულია, მთელი საზღაპრეთის კოლექტივი ჩაერთო მეზღაპრის ინგა გოგიბერიძის თაოსნობით პატარებისათვის საახალწლო კარნავალის მოსაწყობად. შუაში ულამაზესი ნაძვის ხე დგას. ფერად-ფერადი სათამაშოებითა და საჰაერო ბუშტებითაა მორთული მთელი დარბაზი. დღეს დიდი დღეა... დღეს იქნება ცეკვა და სიმღერა, კონკურსი და გამარჯვება. ბოლოს კი თოვლის ბაბუას საჩუქრები... კიდევ ერთი ულამაზესი ,,საზღაპრეთის’’ შემოქმედებითი დღე დასრულდა. ახალი წელი ახალი იმედებით დაიწყება.


«««