
2010 წლის 28 სექტემბერს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ზაირა ვადაჭკორიას წიგნის ,,იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო ნაწარმოებების ინტერპრეტაციის საკითხისათვის“ წარდგენა. ახალ წიგნზე ისაუბრეს მუსიკათმცოდნემ ხათუნა მანაგაძემ, კომპოზიტორმა მინდია ხითარიშვილმა, მუსიკოსმა ნატო ორაგველიძემ, აჭარის ა|რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ აიდა აბუსერიძემ, აჭარის ა|რ უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ასმათ დიასამიძემ.
გენადი მახარაძემ ბიბლიოთეკის სახელით ზაირა ვადაჭკორიას საჩუქრად გადასცა თაიგული.