სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
კლუბ „საზღაპრეთის“ წევრთა შეხვედრა
2018 წლის 25 აპრილს, 14 საათზე აკაკი წერთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საბავშვო დარბაზში ჩატარდა შეხვედრა  კლუბ  ,,საზღაპრეთში“  ქართულ-ფრანგული კერძო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან. 
( პედაგოგები: ლელა ცინარიძე, თეა უზუნაძე, მაია ხმალაძე)
განყოფილების უფროსმა ინგა გოგიბერიძემ მოსწავლეებს გააცნო ბიბლიოთეკა  და აუხსნა რა არის ბიბლიოთეკის დანიშნულება. წაუკითხა ნაწყვეტი ოტია იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრებიდან“ და სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკი ,,ორი ძმა“. ირაკლი ლომოურის ,,რითმოცანებმა“ კი გაახალისა და აახმაურა პატარები. ქალბატონ ინგას არც სიკეთის ყულაბის არსებობა დავიწყებია და მოუწოდა ჩართულიყვნენ საქველმოქმედო აქციაში #წიგნისავტორიმკითხველი.  დასასრულს მოსწავლეები ბავშვთა დარბაზში არსებულ ფრანგულ და ინგლისური  ლიტერატურას გაეცნენ, რამდენიმე ზღაპარიც წაიკითხეს და თარგმნეს კიდევაც. 
შეხვედრა ,,საზღაპრეთში“ მრავალფეროვანი და მარავალენოვანი გამოვიდა....
 

«««