სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე მწერლების მობილურ ჯგუფთან შეხვედრა
პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში თანამედროვე მწერლების მობილურ ჯგუფთან შეხვედრა
2018 წლის 26 ივნისს, 17 საათზე აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ უმასპინძლა კულტურის სამინისტროს პროექტს  „ცოცხალი წიგნები“.
ამჯერად თანამედროვე  მწერლების მობილურ  ჯგუფის ფარგლებში  გვესტუმრნენ და ბათუმის საზოგადოებას მათი საოცარი შემოქმედება გააცნეს : პოეტებმა ზაზა ბიბილაშვილმა, პაატა შამუგიამ, კატო ჯავახიშვილმა, მთარგმნელმა და პოეტმა მანანა მათიაშილმა და პროზაიკოს, დრამატურგმა და რეჟისორმა ბესო სოლომონაშვილმა. მათთან ერთად პირველად ბათუმს ესტუმრა შვედი პოეტი და გამომცემელი კრისტიან კარლსონი, რომელმაც შვედეთში სულ ახლახანს გამოსცა სოლიდუური კრებული „ტალანტი კავკასიიდან". ამ კრებულმა 28 თანამედროვე ქართველი პოეტი გააერთიანა. მათი ლექსების თარგმანები  ქართულიდან შვედურ ენაზე მანანა  კობაიძემ შეასრულა. თავად კრისტიან კარლსონის ლექსების თარგმანები  მანანა მათიაშვილმა და პაატა შამუგიამ წარმოადგინეს...
ღონისძიებას ტრადიციულად უძღვებოდა ქალბატონი ქეთევან დუმბაძე...
 
    
 
 

«««