სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


„მხატვრის მასტერკლასი“
„მხატვრის მასტერკლასი“

2018 წლის 14 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში თანამედროვე მხატვრობაზე მასტერკლასი ჩატარდა. სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბიბლიოთეკის წამყვანმა ბიბლიოთეკარმა, კინორეჟისორმა თამარ ბუთურიშვილმა წარუდგინა ოცდამეერთე საუკუნის ქუჩის მხატვრობის ხელოვნების ამსახველი ვიდეომასალა და ესაუბრა ამ ჟანრის წარმოქნის და განვითარების შესახებ. თამარმა ბავშვებს იაპონიის პირველი ციფრული მუზეუმისა და პარიზის ციფრულ არტ-გალერეას „ლუმიერების სახელოსნო“ შესახებაც ესაუბრა, გააცნო ინფორმაცია, თუ როგორ იქმნება ტექნოლოგიურად ასეთი ტიპის გამოფენები და ამსახველი ვიდეო მასალაც აჩვენა.
#განვითარდით და #იკითხეთ ჩვენთან ერთად.
მხატვრის მასტერკლასებზე დასწრება თავისუფალია და თვეში ერთხელ ჩატარდება.


«««