დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო
2011 წლის 14 აპრილს, 14 საათზე ბიბლიოთეკაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი საღამო ,,დედაენა – სახარებაა ერისა". გაიმართა დისკუსია ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებულ საჭირბოროტო საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბათუმის საჯარო სკოლებისა და გიმნაზიების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, პოეტები, სტუდენტები. წაკითხული იქნა ქართველ პოეტთა ლექსები.