
2011 წლის 29 აპრილს, 15 საათზე ბიბლიოთეკაში ჩატარდა ,,ბიბლიოთეკის კვირეულის" დახურვა, საქართველოს ბიბლიოთეკარის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკის მოამაგეებთან და ერთგულ მკითხველებთან, აჭარის საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკთა მერვე კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება. საჯარო ბიბლიოთეკის 63 ბიბლიოთეკარი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებიდან მოწვეული 4 ბიბლიოთეკარი დასაჩუქრდა თაიგულებით, ხოლო საბიბლიოთეკო სფეროს მუშაკთა მერვე კონკურსში გამარჯვებულ 10 ნომინანტს გადაეცა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სიგელები, ფასიანი საჩუქრები და თაიგულები. ბიბლიოთეკარებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ქალაქ ბათუმის საკრებულოს დეპუტატებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა. დაჯილდოების ცერემონიალს უძღვებოდა ბიბლიოთეკის დირექტორი გენადი მახარაძე.