
2011 წლის 16 მაისს, 14 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ია ბაგრატიონ-მუხრანელის წიგნის ,,საქართველოს თავადაზნაურობა" წარდგენა
წიგნი წარადგინეს მწერალმა რამაზ სურმანიძემ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოთარ გოგოლიშვილმა. წიგნის შესახებ ისაუბრეს საქართველოს თავადაზნაურობის გამგეობის წევრმა შოთა ჩხეიძემ, ქუთაისის თავადაზნაურობის საზოგადოების წევრმა თამარ ბაგრატიონმა, აჭარის თავადაზნაურობის საზოგადოების ხელმძღვანელმა თენგიზ თავდგირიძემ, ჩაქვის ტაძრის წინამძღვარმა მამა თევდორემ, და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გენადი მახარაძემ ბიბლიოთეკის სახელით ია ბაგრატიონ-მუხრანელს საჩუქრად გადასცა თაიგული. დასასრულს, ია ბაგრატიონ-მუხრანელმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.