
2011 წლის 25 მაისს, 16 საათზე ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,ბათუმი – ჩემი ლურჯი ოცნება". ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ძირძველი და ცნობილი ბათუმელები: საქართველოს სახალხო არტისტები იური ცანავა, ლევან ღლონტი, თამარ სულხანიშვილი; ბათუმის საპატიო მოქალაქე, მწერალი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი რამაზ სურმანიძე; მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში სალომე მელია; ექიმი დურსუნ დიასამიძე; პოეტი ვახტანგ ღლონტი, ცნობილი მოცეკვავეები, მომღერლები, პედაგოგები და სხვები.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი გენადი მახარაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქალთა კამერული ანსამბლი ზაირა და გელა ვადაჭკორიების ხელმძღვანელობით; აჭარის დამსახურებული არტისტი ბიძინა მიქაუტაძე; გიმნაზიის ,,21-ე საუკუნე" მოსწავლეები.
ღონისძიებაში გამოყენებული იქნა ბათუმზე შექმნილი ვიდეო კლიპები და სლაიდ-შოუ ,,თანამედროვე და მომავლის ბათუმის ხედები".
საღამო მიყავდა მანანა სულაბერიძეს.