ახალი წიგნების წარდგენა
23 ივლისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების საერთო-სამკითხველო დარბაზში, ახალი წიგნების წარდგენა გაიმართა. შეხვედრას ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები დაესწრნენ.
მკითხველებს წიგნები საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა, თინა ცენტერაძემ წარუდგინა ამასთან შინაარსსა და ავტორებზე ესაუბრა.
ახალგაზრდებმა ახალი წიგნები დაათვალიერეს და მათთვის საინტერესო ლიტერატურა შეარჩიეს.