სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


ქართველი მწერლების გივი ჩიღვინაძისა და ლევან ლორიას ახალი წიგნების გამოფენა - გაყიდვა
ქართველი მწერლების გივი ჩიღვინაძისა და ლევან ლორიას ახალი წიგნების გამოფენა - გაყიდვა

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ, სპეციალურად ბათუმის ხელოვნების ფესტივალ „არგანში“ მონაწილეობისათვის მოწვეულია მწერალი ლევან ლორია, რომელმაც გუშინ, ბათუმის ცენტრალურ პარკში ფესტივალ „არგანის“ მიმდინარეობისას წარადგინა საკუთარი წიგნი - „მე და დუდუ“. დღეს კი, საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველს საშუალება ჰქონდა თანამედროვე ქართველი მწერლების გივი ჩიღვინაძისა და ლევან ლორიას ახალ წიგნებს და მათ შემოქმედებას გასცნობოდა. მწერალმა ლევან ლორიამ საკუთარი წიგნიდან „მე და დუდუ“ მოკლე ეპიზოდი და გივი ჩიღვინაძის რჩეული ლექსები წაიკითხა. სასიამოვნო და პოზიტიური შეხვედრა შედგა. დღეს, ასევე შეგიძლიათ ესტუმროთ ჩვენს ბიბლიოთეკას, სადაც ლევან ლორიასა და გივი ჩიღვინაძის წიგნების გამოფენა - გაყიდვა იმართება.


«««