სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


შეხვედრა პოეტ ია ეკელთან
შეხვედრა პოეტ ია ეკელთან
2019 წლის 27 აგვისტოს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, გაიმართა შეხვედრა პოეტ ია ეკელთან, რომელმაც წარადგინა თავისი ლექსების მეშვიდე კრებული - „პოეზიის მანიფესტი“.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა - ინგა გოგიბერიძემ პოეტი საღამოზე მოწვეულ სტუმრებს წარუდგინა და მისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსიც წაიკითხა.
სალონურ შეხვედრას ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეები, პოეტის მეგობრები, ჩვენი თანაქალაქელები და პოეზიის მოყვარული საზოგადოება ესწრებოდა.
პოეტი საკუთარ შემოქმედებაზე, პედაგოგიურ საქმიანობასა და ადამიანის, პოეტის, სულიერ მდგომარეობაზე ესაუბრა ახალგაზრდებს.
მისი შემოქმედება სავსეა სამშობლოს, მისი ისტორიის, ყოველი კუთხის სიყვარულითა და ემოციური ფრაზებით.
„ია ეკელი“ პოეტის ფსევდონიმია; მისი ნამდვილი სახელი და გვარია - მაია ოთარის ასული ქანთარია.
ის გახლავთ პოეტი, პროზაიკოსი, ისტორიის მასწავლებელი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ფაზისის აკადემიის წევრი, აფხაზეთის შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, აკაკი წერეთლის სახელობის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, „თამარიონის ენდალმის" ლაურეატი, ბაგრატიონთა სამეფო კლუბის წევრი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურულ საქველმოქმედო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
ია ეკელი ექვსი პოეტური და ერთი პროზაული წიგნის ავტორია. მან სამ თვეში შემოიარა საქართველოს 18 კუთხე; დაიწყო აჭარიდან და დაასრულა ჯავახეთით. სწორედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას ნანახმა ემოციებმა და განცდებმა დააწერინა შემდეგი - მეშვიდე კრებული.
ამჯერად პოეტი მუშაობს ისტორიულ რომანზე.

«««