შეხვედრა კლუბ „საზღაპრეთში“
2019 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების კლუბ ,,საზღაპრეთს“ ბათუმის კერძო სკოლა “გორდას” მიწვეული პედაგოგი რუსუდან ჭაჭუა მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ერთად სტუმრობდა.
დღევანდელი საუბრის თემა საქართველოში გადამფრენი ფრინველების სახეობებს შეეხებოდა. შესაბამისად, ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს ლია შალვაშვილის მოთხრობა “რატომ მიფრინავენ ფრინველები შემოდგომით?” წაუკითხა. ასევე მოსწავლეების მოთხოვნით, განიხილეს ჭაბუა ამირეჯიბის მოთხრობა “დროის ფასი”.