სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


კონსტანტინე ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია
კონსტანტინე ნაცვლიშვილის საჯარო ლექცია

2019 წლის 8 ნოემბერს 17:00 საათზე აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“
ქვეპროგრამის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველის განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილის საჯარო ლექციას თემაზე „საქართველოს გამოწვევები კულტურის პოლიტიკის სფეროში“.
ლექციის ძირითადი თეზისები გახლდათ - საქართველოს კულტურის ანთროპოლოგიური განსაზღვრება, კულტურის პოლიტიკა და კონფლიქტური რეგიონები, თანამედროვე ხელოვნება, ტურიზმი და კულტურა, კულტურული მემკვიდრეობა და ურბანული მემკვიდრეობა, საერთაშორისო და ადგილობრივი კულტურის პოლიტიკა, არამატერიალური მემკვიდრეობის განვითარება და საფრთხეები, კულტურა, როგორც ეკონომიკური ფაქტორი ,საქართველო და ევროკავშირთან ასოცირება, უვიზო რეჟიმი, როგორც კულტურული მოვლენა, კულტურის მარკეტინგი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მადონა თევზაძე, განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე, აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი სულხან ოქროპირიძე, სხვადასხვა სახელწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და თემით დაინტერესებული საზოგადოება. საინტერესო ლექციის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


«««