სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


თაზო მჟავანაძის საჯარო ლექცია „შეზღუდუდლი შესაძლებლობები არ არსებობს“
თაზო მჟავანაძის საჯარო ლექცია „შეზღუდუდლი შესაძლებლობები არ არსებობს“

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში 2019 წლის 3 დეკემბერს, 14 საათზე ჩატარდა ა(ა)იპ შ.შ.მ პირთა უფლებებისათვის დამფუძნებლის, პედაგოგ თაზო მჟავანაძის საჯარო ლექცია „შეზღუდუდლი შესაძლებლობები არ არსებობს“. ბატონმა თაზომ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი გამოცდილება და ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მიღწევები. ლექციას ესწრებოდნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის მხარდამჭერი პროგრამები და ინიციატივები გააცნეს საზოგადოებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ილია ვერძაძემ და პკატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტმა, სპეციალურმა მასწავლებელმა ლალი ჯაფარძემ. ამ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ გააჟღერა მომავალი წლისათვის დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბიბლიოთეკაში.


«««