სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


პროექტი „კითხვის დრო“
პროექტი „კითხვის დრო“

2020 წლის 25 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცეში, პროექტის - „კითხვის დრო“ ფარგლებში, კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის მე-2 კლასელები იმყოფებოდნენ. წამყვანმა ბიბლიოთეკარმა, ანუშკა მჟავანაძემ, ბავშვებს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „სირცხვილის აშორება'', ხოლო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ, მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსები წაუკითხეს. „კითხვის დრო“ ახალ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ ბავშვთა ოთახში ჩატარდა. მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი, მარკების ოთახი და საკონფერენციო დარბაზი.
წამყვანმა ბიბლიოთეკარმა ეკა წუწუნავამ ბავშვებს ქართული სამაგიდო თამაშები გააცნო.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა არის სივრცე, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს ცოდნა და ინფორმაცია ინოვაციური სივრცეების მეშვეობით.


«««