სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


საჯარო ლექცია: „ადრექრისტიანული ქართული არქიტექტურა“
საჯარო ლექცია: „ადრექრისტიანული ქართული არქიტექტურა“

2020 წლის 26 თებერვალს, აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ სამკითხველო დარბაზში სკოლის მოსწავლეებისათვის მხატვარმა ელგუჯა ხაზარაძემ ლექცია - „ადრექრისტიანული, ფეოდალური პერიოდის ქართული არქიტექტურა“ ჩაატარა, რომელსაც მახინჯაურის საჯარო სკოლის მერვეკლასელები პედაგოგებთან ერთად დაესწრნენ. ლექციაზე, ფოტომასალის მეშვეობით ბავშვებმა მოისმინეს და ნახეს უძველესი ქართული ქრისტიანული ტაძრების არქიტექტურული სტილისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით სხვადასხვა ეპოქაში აგებული მაშტაბური საკულტო შენობების შემორჩენილი ფრაგმენტები და რეკონსტრუქციები. მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება ბიბლიოთეკის ახალ საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ „წიგნის მუზეუმში“ გამოფენილ „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებს გაცნობოდნენ.


«««